
„მე არა ერთხელ მითქვამს, რომ 520-ე დადგენილება არ არის რეფორმა, ეს არის ერთ-ერთი გარკვეული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა იმისთვის, რომ ჩვენ მოვემზადოთ ამ რეფორმისთვის. 520-ე დადგენილების მიღმა ჩვენ გვქონდა არაერთი სხვა ღონისძიება, რომელიც გულისხმობდა როგორც პაციენტის სტაციონარში მოთავსებას, ასევე მისი გაწერის პრინციპებს და სხვადასხვა მომსახურების სწორ დადეგმარებას. ამის შედეგად, ჩვენ უკვე მივიღეთ ის, რომ დღეს კლინიკებისთვის ვამზადებთ აპრილის შესრულებული სამუშაოს გადარიცხვას“- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, 520-ე დადგენილების არსი მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული დათვლები და ტარიფიკაცია თითოეულ მომსახურებაზე.
„ჩვენ დავაწესეთ ტარიფები, აქამდე ეს იყო კლინიკის შეხედულებისამებრ და არა გამჭვირვალედ. მე მინდა გავითვალისწინოთ შემდეგი, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების ხარჯვა და გადახდა უნდა მოხდეს ჩვენი განკარგვით. ეს უნდა იყოს სოლიდარობის პრინციპზე დაყრდნობით და ასევე სრულიად გამჭვირვალედ ჩვენი მოსახლეობისთვის. მათთვის, ვინც იხდის იმ გადასახადებს, რითაც შემდეგ უკვე ყალიბდებდა სახელმწიფო ბიუჯეტი“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც სახელმწიფოში არის საყოველთაო დაზღვევა, რომელი სხვა ქვეყნების ანალოგში უდრის სოციალურ დაზღვევას, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ მას ჰქონდეს ისეთი კლინკები, სადაც ის უზრუნველყოფს თავისი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის და ზოგადად შუალედური მოსახლეობისთვის, იმ ხარისხიანი სერვისების მიწოდებას, რომელსაც ისინი იმსახურებენ.
მისივე თქმით, სახელმწიფო კლინიკებში ისეთივე ტარიფები იქნება, როგორიც არის კერძო კლინკებში.