
83 მომხრე, ერთი წინააღმდეგი - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, პარლამენტმა კენჭი მეორე მოსმენით უყარა.
კომპრომისული დოკუმენტი, რომელზეც ბიზნესი, პარლამენტი და კომუნიკაციების კომისია შეთანხმდნენ სადავო საკითხებს აღარ ითვალისწინებს.
როგორც ინიციატორები და ცვლილებების ავტორები აცხადებენ, დოკუმენტში მთავარი მიზნები უცვლელი დარჩა. სახელმწიფო ინტერესები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ სტაბილურობას, მომხმარებლის უფლებებს და ბაზარზე კონკურენტუნარიანობას უკავშირდება.
კანონპროექტი კანონად, სავარაუდოდ, ხვალ იქცევა.