
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის მარიამ ხატისკაცის გამოკითხვა დასრულდა.
როგორც ხატისკაცმა ჟურნალისტებს განუცხადა, შსს-ს მასთან კითხვები სოციალურ ქსელთან დაკავშირებით ჰქონდა.
“სოციალურ ქსელთან დაკავშირებით დაადგინეს რაღაც დეტალები და სოციალური ქსელები შეამოწმეს, მიმოწერასთან დაკავშირებით იყო კითხვები”, - განაცხადა მარიამ ხატისკაცმა.
როგორც მან განაცხადა, დაბადების დღის წვეულებაზე გიორგი შაქარაშვილი მას არ დაუპატიჟებია და არ იცის ვინ დაპატიჟა.
ამასთან, ხატისკაცის თქმით, შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ამავე საქმის ერთ-ერთი მოწმის ლიზი ნადირაძისგან გაიგო.
“თემქაზე ვიყავი კი. ლიზი ნადირაძისგან გავიგე. ლიზიმ გაიგო ინფორმაცია ხალხისგან იმიტომ, რომ ვინებიც იყვნენ დაგვირეკეს იქ ვეღარ მივდივართო და აქედან გამომდინარე”,- განაცხადა ხატისკაცმა.
რაც შეეხება კითხვას, რა უთხრა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ ხიდზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხატისკაცმა განაცხადა, რომ ბრეგვაძეს მისთვის “ისეთი არაფერი უთქვამს”.