
ცოტა ხნის წინ თბილისში, აღმაშენებლის 106 ნომერში სროლა იყო. დაჭრილია 60 წლის მამაკაცი.
ადგილობრივებმა, დაახლოებით 1 საათის წინ, გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაჭრილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, აღმაშენებლის 106 ნომერი სწორედ ის ადგილია, სადაც 6 ივლისს 27 წლის ვახტანგ გულუა გარდაცვლილი იპოვეს. აქვს, თუ არა ამ ორ ინციდენტს კავშირი ერთმანეთთან ამ დროისთვის უცნობია.