
ჯერჯერობით წყაროს დადგენა ძიების პროცესშია, 15 ადამიანია გატესტილი, მათ შორის ბავშვის ბებია და ბაბუა. ჯერჯერობით ინფიცირების წყარო ისევ უცნობია, - ამის შესახებ თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო გაბისონიამ, კორონავირუსით ინფიცირებული 10 თვის ბავშვზე საუბრისას „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
„მცირეა ალბათობაა იმისა, რომ დიაგნოზში შეიძლება შეცდომა იყოს, რადგან ბავშვი PCR ტესტით 2-ჯერ გადამოწმდა და სავარაუდო დადებითია შემთხვევა, თუმცა ის კიდევ შემოწმდება.
პაციენტს დაავადება დაეწყო როგორც ნაწლავური ინფექცია: ღებინებით, დიარეით, ცხელებით და ამ ჩივილებით მიმართეს თელავის საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსზე ეჭვი მიიტანეს და ამიტომ ჩატარდა ტესტი", - განაცხადა ნინო გაბისონიამ.
15 ივლისს სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.