რეზონანსი
16.07.2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" რეიტინგი შიდაპარტიული კვლევების მიხედვით, 55 პროცენტზე „გაცილებით მეტია".

„საერთოდ, ციფრების სიზუსტით კვლევებზე პარტიები არ საუბრობენ, რადგან ეს შიდა სამზარეულოა და მხოლოდ ზოგადად საუბრობენ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი შიდაკვლევით, უფრო მაღალი შედეგი აქვს „ქართულ ოცნებას", ვიდრე ეს იყო ბოლო Gorb- ის კვლებაში. მაშინ გახსოვთ, ჩვენი რეიტინგი იყო 55 პროცენტი. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ 55 პროცენტზე გაცილებით მეტი აქვს დღეს " ქართულ ოცნებას" რეიტინგი, ჩვენი შიდა კვლევებით,"- განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×