რეზონანსი
16.07.2020

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა 24 აგვისტოს ჩაინიშნა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის ადვოკატის, ანა აბაშიძის განცხადებით, გამოძიებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ გარკვეული ეპიზოდების დასამუშავებლად დრო სჭირდებათ.

შეგახსნებეთ, რომ პროკურატურამ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. სასამართლომ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 16 ივლისს იყო ჩანიშნული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×