
პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკურ პროცესებზე, პოლიტიკურ ღირებულებებზე, ყოფილ თანაპარტიელებზე, და საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წამყვანმა ჩარკვიანს, ანზორ ბიწაძის განცხადებაც შეახსენა: „არანაირი გარემოება არ არსებობს რის გამოც თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას დავუჭერ მხარს“.
თაკო ჩარკვიანმა ამაზე უპასუხა:
„მე მას ვეხუმრე და ანზორიკო ბიჭუნა დავარქვი. ამ ბავშვზე არ დავკარგავ დროს, რომ ვისაუბრო. მომხრეობა, რომ ვიგრძნო იმ განცხადების გამკეთებელი ხალხისაგან, რომელებსაც საქართველოში რუსეთის ჯარის შემოყავანა სურთ, დავფიქრდები იმ დღესვე, რაიმე სამარცხვინო ხომ არ გავუკეთე ჩემს ქვეყანას.
როგორ უნდა დაეჭირათ მხარი, მე ხომ არ ვარ მათი გაერთიანების წევრი, მაგრამ ისინი ტყუილს და თაღლითობას მიჩვეულები არიან და ეს ტყუილიც ისროლეს", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.